როგორ მუშაობს

 

"პირდაპირი" – პირდაპირი კავკასიაში პირველი ტოლი-ტოლს დაკრედიტების პლატფორმაა, რომელიც აკავშირებს სესხის აღებისა და თანხის დაბანდების მსურველებს.

"პირდაპირის" მოდელი უფრო ეფექტურია, ვიდრე ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ორივე მხარე მოგებული რჩება: დაბალი საპროცენტო განაკვეთები მსესხებლებისთვის და მაღალი სარგებელი ინვესტორებისთვის.

მას, ვისაც სურს განათავსოს სესხის განაცხადივებ-გვერდზე, გადის შემდეგ ნაბიჯებს:

  1. რეგისტრაცია;
  2. ავტორიზაცია და ანგარიშის ნომრის მიბმა;
  3. სესხის განაცხადის შევსება და გაგზავნა;
  4. პლატფორმის მიერ სესხის პროცენტის და რეიტინგის მინიჭება;
  5. მსესხებლის მიერ პირობებზე  დათანხმება ან უარყოფა.

პლატფორმაზე ხდება შემდეგი მოქმედებები:

  1. მსესხებლისა და ინვესტორის ვერიფიკაცია;
  2. სესხის განაცხადის მიღება და გადამოწმება;
  3. სესხის განაცხადისთვის პროცენტისა და რეიტინგის მინიჭება;
  4. სესხის განაცხადის გამოქვეყნება.

ინვესტორი/გამსესხებელი ასრულებს შემდეგ მოქმედებებს:

  1. რეგისტრაცია და ვერიფიკაცია;
  2. ანგარიშის ნომრის მიბმა და მინიმუმ 500 ლარის შეტანა ანგარიშზე შემდგომი გამოყენებისათვის;
  3. სესხის განაცხადების დათვალიერება;
  4. სესხების დაფინანსება სურვილისამებრ.

სესხის განაცხადი პლატფორმაზე განთავსდება 5 დღის განმავლობაში. სესხი შესაძლოა დაფინანსდეს ერთ ან რამოდენიმე ინვესტორის მიერ. 

ინვესტორს და მსესხებელს თანხა პლატფორმაზე შეაქვს/გამოაქვს შემდეგი საშუალებებით:

  1. პლასტიკური ბარათითge-ზე;
  2. Express Pay, TBC Pay სწრაფი გადახდის აპარატებით პირადი ნომრის მეშვეობით;
  3. გადარიცხვით „პირდაპირის“ ანგარიშებზე :
    მიმღების დასახელება:              ს.ს ‘’პირდაპირი საინვესტიციო სისტემები’’;
    მიმღები:                                    თიბისი ბანკი            GE60TB7709136020100002,
                                                     საქართველოს ბანკი   GE31BG0000000790917300;
    დანიშნულება (მსესხებელი):      სესხის დაფარვა       პ/ნ  XXXXXXXXXXX,
    დანიშნულება (ინვესტორი):       ინვესტირების თანხა პ/ნ  XXXXXXXXXXX;
  4. თანხის შეტანით ს.ს ‘’თიბისი ბანკი’’-ს ან ს.ს ‘’საქართველოს ბანკი’’-ს ნებისმიერ ფილიალში „პირდაპირის“ ანგარიშზე,  სახელის, გვარის, პირადი ნომრის და დანიშნულების დაფიქსირებით.

სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მსესხებელს გაუფუჭდება საკრედიტო ისტორია და საქმე გადაეცემა პრობლემური აქტივების მართვის ორგანიზაციას და/ან სასამართლოს სესხის იძულებით  გადასახდევინებლად.

 
სესხის წილის ყიდვა გაყიდვა

ინვესტორებს შეუძლიათ მათ მიერ დაფინანსებული სესხების (წილის) გაყიდვა ან სხვა ინვესტორების მიერ გასაყიდად გამოტანილი სესხის (წილის) ყიდვა.

გამყიდველი ინვესტორების მიერ გასაყიდი სესხების შერჩევა ხორციელდება ინვესტორის ანგარიშიდან. გასაყიდად გამოტანილი სესხები იდება მეორადი სესხების პლატფორმაზე 9 დღის განმავლობაში. მყიდველის სესხის ყიდვაზე თანხმობისას გარიგება სრულდება ავტომატურად, რაც მოიცავს:

 

  • გასაყიდად გამოტანილისესხის გამყიდველი ინვესტორის ანგარიშიდან მყიდველიინვესტორის ანგარიშზე გადატანას; და
  • სანაცვლოდ, მყიდველის ანგარიშიდან გამყიდველის ანგარიშზე გასაყიდი ფასის ოდენობის სახსრების გადატანას.
  • სესხის ფასის დადგენაში ინვესტორებს ეხმარებათ ინფრომაცია, რომელიც მოცემულია ‘’სესხის გაყიდვა’’ სექციაში, სადაც დეტალურად აღწერილია როგორც მიღებული, ასევე მისაღები თანხები კონკრეულ სესხზე.

 


მას,  ვისაც სურს სესხის წილის გაყიდვა – უნდა გააკეთოს მოთხოვნა კონკრეტული სესხის გაყიდვაზე, დააფიქსიროს სასურველი ფასი, რის შემდეგაც სესხი გამოქვეყნდება ‘’მეორადი სესხების’’ პლატფორმაზე 9 დღის განმავლობაში.

სესხის ფასის დადგენაში დაგეხმარებათ ინფრომაცია, რომელიც მოცემულია ‘’სესხის გაყიდვა’’ სექციაში, სადაც დეტალურად აღწერილია როგორც მიღებული, ასევე მისაღები თანხები კონკრეულ სესხზე.

‘’მეორადი სესხების’’ პლატფორმაზე ინვესატორებს შეუძლიათ დაათვალიერონ ის სესხები, რომელზეც დაფიქსირებულია გაყიდვის სურვილი.

მას, ვისაც სურს სესხის წილის ყიდვა – უნდა დაათვალიეროს ‘’მეორადი სესხების’’ პლატფორმაზე გამოქვეყნებული სესხები და მოახდინოს ყიდვა სურვილისამებრ.