როგორ ავიღო სესხი
1. შექმენით თქვენი სესხის ონლაინ განაცხადი
საჭიროა დარეგისტრირდეთ და შემდგომ შეხვიდეთ სისტემაში "მომხმარებლის სახელით" და "პაროლით".
თქვენს ანგარიშში, მარჯვენა სვეტში არის "საბანკო ანგარიში", სადაც უნდა მიუთითოთ თქვენი საბანკო ანგარიში (IBAN), ბანკის კოდი, თქვენი ბანკის დასახელება და ანგარიშის მფლობელის სახელი და გვარი.
საბანკო ანგარიშის შეყვანის შემდეგ დააჭირეთ "სესხის მოთხოვნას" და შესაბამის ველებში მიუთითეთ: სესხის სათაური (მაგ.: სამომხმარებლო, მანქანის შესაძენად, სხვა სესხის გადასაფარად და ა.შ.); სესხის მოცულობა; ვადა; სესხის დანიშნულება(მაგ.: სესხი მჭირდება სწრაფი სესხების გადასაფარად, მაქვს სტაბილური სამსახური, ვმუშაობ შპს "ABC"-ში და ა.შ.); აუცილებელია ბოლო 3 თვის საბანკო ამონაწერის, სადაც გიფიქსირდებათ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი და პირადობის ასლის გადმოგზავნა ჩვენს ელ-ფოსტაზე info@pirdapir.ge.
სესხის განაცხადის შევსებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ გამსესხებელმა თქვენს მიერ მოყვანილი და დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა შეაფასოს რისკი და გასესხოთ ფული.
ასევე, რაც უფრო სრულყოფილი იქნება თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სესხს მიენიჭება უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი.
თქვენი პერსონალური ინფორმაცია ხილვადი იქნება მხოლოდ საიტზე რეგისტრირებული ინვესტორებისათვის, რომელთა რეგისტრაცია მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებით ხდება.
2. მიიღეთ პირობები სს "პირდაპირი საინვესტიციო სისტემებისგან"
თქვენს მიერ შევსებული განაცხადი განიხილება სს "პირდაპირი საინვესტიციო სისტემების" საკრედიტო ექსპერტების მიერ და მიენიჭება შესაბამისი საპროცენტო განაკვეთი და რეიტინგი. თქვენი სესხის საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
- მოთხოვნილი სესხის მოცულობა
- მოთხოვნილი სესხის ვადა
- მსესხებლის საკრედიტო ისტორია
- სესხის განაცხადით მოწოდებული ინფორმაციის მოცულობა
- სესხის განაცხადით მოწოდებული ინფორმაციის სისწორე
3. მიიღეთ დაფინანსება ინვესტორებისგან!
მას შემდეგ, რაც Pirdapir.ge-ის მიერ დადგენილ საპროცენტო განაკვეთს და რეიტინგს მიიღებთ თქვენ დაეთანხმებით ან უარყოფთ სესხის განაცხადს. თანხმობის შემთხვევაში, იგი გამოჩნდება სესხების სიაში სხვა სესხებთან ერთად და ინვესტორებს შეეძლებათ მისი დაფინანსება 5 დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში სესხი დაფინანსდა 70%–ზე მეტი თანხით ის სესხი პლატფორმაზე დასაფინანსებლად დარჩება კიდევ 5 დღით.
სესხი შესაძლებელია დაფინანსდეს გამსესხებლების მიერ გამოქვეყნებიდან პირველივე ან ბოლო დღეს, მხოლოდ 100%-ის დაფინანსების შემთხვევაში მოხდება მსესხებლის ბალანსზე სესხის თანხის ჩარიცხვა, რომლის გატანაც შესაძლებელია ჩვეულებრივ საბანკო დღეებში.