ვებგვერდით სარგებლობის პირობები
მოგესალმებით www.pirdapir.ge-ზე. ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით შეგიძლიათ, როგორც სესხის აღება დაბალ პროცენტში, ისე თქვენი ფინანსური რესურსების დაბანდება და მაღალი სარგებლის მიღება.წინამდებარე ვებგვერდით სარგებლობის პირობები (შემდგომში ,,პირობები“) განსაზღვრავს www.pirdapir.ge-ის მოხმარების წესებს და ვრცელდება როგორც სს „პირდაპირი საინვესტიციო სისტემებზე“ (შემდგომში ,,კომპანიაზე“), რომელიც ახდენს ამ ვებგვერდის ადმინისტრირებას, ისე თქვენზე (შემდგომში ,,მომხმარებელზე“), მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა მსესხებლად/ინვესტორად რეგისტრირებული. გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული და ყურადღებით გაეცნოთ ამ პირობებს. ვებგვერდის ვიზიტით, ასევე ვებგვერდზე შემოთავაზებული ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობით, ივარაუდება, რომ თქვენ თანხმობას აცხადებთ ამ პირობებზე მასთან დაკავშირებული უფლებებითა და პასუხისმგებლობით, და ამისათვის რაიმე დამატებითი ქმედება, მათ შორის თქვენი ხელმოწერა, არ მოითხოვება.
1.შესავალი დებულებები
1.1.www.pirdapiri.ge-ზე განთავსებული ელექტრონული პორტალის მეშვეობით გარიგების დასადებად მომხმარებელს უნდა ჰქონდეს მსესხებლის/ინვესტორის პროფილი.
1.2. ინვესტორის პროფილის შექმნა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან ქმედუნარიან პირს და კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
1.3. მსესხებლის პროფილის შექმნა შეუძლია საქართველოს მოქალაქე სრულწლოვან ქმედუნარიან პირს და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
1.4. მსესხებლად დარეგისტრირებით მომხმარებელს ეძლება საშუალება განათავსოს განცხადება სესხის მიღების თაობაზე, ხოლო ინვესტორად დარეგისტრირებით მომხმარებელს შეუძლია მოახდინოს მოთხოვნილი სესხის დაფინანსება. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება პორტალის მეშვეობით შეთავაზებული სხვა სახის მომსახურება, საკომისიოს გადახდის სანაცვლოდ. საკომისიოს ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ხელშეკრულებებით მსესხებელთან და ინვესტორთან.
1.5. მსესხებლის/ინვესტორის პროფილის დარეგისტრირება ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე პირობებს, ინფორმაციის დაცვის და საკომისიოს გადახდის წესებს.
1.6. რეგისტრირებული პროფილის მეშვეობით ვებ-გვერდის ვიზიტისა და/ან მომსახურებით სარგებლობისას, მიიჩნევა, რომ ვებ-გვერდზე შევიდა ამ პროფილით რეგისტრირებული მომხმარებელი. მომხმარებლის პროფილით ვებ-გვერდზე ნებისმიერი და ყველა შესვლისათვის ან მომსახურებით სარგებლობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ამ მომხმარებელს, თუნდაც ეს განხორციელდეს სხვა პირთა მიერ მისი ნებართვის გარეშე. ასეთი ქმედების შედეგად წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები ენიჭება რეგისტრირებულ მომხმარებელს.
1.7. მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს კომპანიას, თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ მისი პროფილის გამოყენება უნებართვოდ ხორციელდება მესამე პირის მიერ.
2. მომხმარებლის პროფილი
2.1. თითოეულ პირს შეუძლია დაარეგისტრიროს მხოლოდ ერთი მომხმარებელი მსესხებლად და/ან ინვესტორად. ერთი პირის მიერ ორი ან მეტი მომხმარებლის მსესხებლად/ინვესტორად რეგისტრაციის ფაქტის დადგენის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს ყველა ან რომელიმე მათგანი.
2.2. იურიდიული პირის რეგისტრაციას ახორციელებს მისი დირექტორი.
2.3. ვებგვერდზე მსესხებლად რეგისტრაციისათვის მომხმარებელს უნდა ჰქონდეს აქტიური ანგარიში საქართველოში არსებულ რომელიმე კომერციულ ბანკში ეროვნულ ვალუტაში და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
2.4. ვებგვერდზე ინვესტორად რეგისტრაციისათვის მომხმარებელს უნდა ჰქონდეს აქტიური ანგარიში რომელიმე კომერციულ ბანკში ეროვნულ ვალუტაში და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
2.5. რეგისტრაციის დროს მომხმარებელი მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული ინდივიდუალური სახელითა და პაროლით პორტალზე ახდენს ავტორიზაციას. მსესხებელს ხელშეკრულება მოქმედი რედაქციით შეუძლია ნახოს სესხის მოთხოვნის თაობაზე განაცხადის გაკეთების დროს, ხოლო ინვესტორს – სესხის დაფინანსების სურვილის გაცხადების შემდეგ. სესხის გაცემის შემდგომ მხარეებს ხელშეკრულება ეგზავნებათ იმეილზე.
2.6 მომხმარებლის პროფილის შექმნით დაინტერესებული პირი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს სწორი და სრული ინფორმაცია.
3. ინფორმაციის მოპოვება და დაცვა
3.1. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება და დაცვა განისაზღვრება წინამდებარე პირობებით და მსესხებლის/ინვესტორის ხელშეკრულებით.
3.2. მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. პირველადი ინფორმაციის მიწოდება ხდება რეგისტრაციისას ვებგვერდზე შესაბამისი ველების შევსების გზით. კომპანია ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია მიაწოდოს მას დამატებითი ინფორმაცია, რის თაობაზეც მომხმარებელს ეცნობება წინამდებარე პირობების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით. მომხმარებელი პასუხს აგებს მის მიერ კომპანიისათვის მიწოდებულ და/ან ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე.
3.3. კომპანიას უფლება აქვს, თუმცა არ არის ვალდებული მომხმარებელთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად მიმართოს სს „კრედიტინფო საქართველოს“, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს, ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოს, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საბანკო დაწესებულებებს, მათ შორის იმ ბანკებს, სადაც მომხმარებელს გახსნილი აქვს ანგარიში, ასევე სხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, და დაამუშავოს მიღებული ინფორმაცია.
3.4. მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორის დასადგენად და შესამოწმებლად კომპანიას უფლება აქვს, მაგრამ არ არის ვალდებული, მიმართოს კანონით დაშვებულ ნებისმიერ ღონისძიებას, მომხმარებლის მიერ მისთვის ამ პირობებით ან/და მსესხებლის/ინვესტორის ხელშეკრულებითმინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
3.5. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლების შესახებ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე.
3.6. მომხმარებელი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ არღვევს მესამე პირების უფლებებს.
3.7. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას მის მიერ ვებგვერდის საშუალებით მიღებული ინფორმაცია, არ გაახმაუროს და არ გამოიყენებს ის მესამე პირებისათვის ზიანის მიყენებისა და სხვა არაკანონიერი ან ამ პირობებთან ან/და მსესხებლის/ინვესტორის ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მიზნებისთვის.
3.8. კომპანია უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს ან წაშალოს მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია (პირადი შეტყობინებების ჩათვლით), რომელიც არღვევს წინამდებარე პირობებს.
3.9. თუ მომხმარებლის მიერ გარიგებ(ებ)ის ჯამური თანხა აღემატება 30 000 ლარს, აგრეთვე თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მომხმარებელი პორტალს იყენებს არაკანონიერი მიზნებისათვის ან მომხმარებლის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის ის ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ითვლება არაკოოპერირებად ან საყურადღებო ზონად(https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1465080&lang=ge)ანდა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით, ინფორმაცია ამ გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ შესაძლოა მიეწოდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საზედამხედველო ორგანოებს.
3.10. თუ კომპანია ჩათვლის, რომ მომხმარებელს კავშირი აქვს ქვემოთჩამოთვლილ ან სხვა ნებისმიერ ტერორისტულ ორგანიზაციასთან, ის უფლებამოსილია ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს კანონმდებლობთ გათვალისწინებულ შესაბამის ორგანოებს. ტერორისტული ორგანიზაციების სია იხ. აქ(http://www.state.gov/j/ct/rls/other/des/123085.htm)
4. მომხმარებლის ქცევის ზოგადი წესები
4.1. მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს მხოლოდ წინამდებარე პირობებით და მსესხებლის/ინვესტორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად.
4.2. მომხმარებელი ვალდებულია არ განათავსოს ვებგვერდზე ან მომხმარებლის პროფილზე ინფორმაცია ან მასალა, რომელიც არღვევს ნებისმიერი პირის საავტორო უფლებებს, პატენტს, სავაჭრო ნიშანს, კომერციულ საიდუმლოს ან საკუთრების უფლებას, ან თუ ასეთი ინფორმაციის ან მასალის გამოქვეყნება ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
4.3. მომხმარებელი კისრულობს ვალდებულებას არ განახორციელოს ნებისმიერი ქვემო ხსენებული ქმედება:
4.3.1.ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედების რეკლამირება ვებგვერდის ან ვებგვერდთან დაკავშირებული ოპერაციების მეშვეობით;
4.3.2. არასრულწლოვან პირებზე მავნე გავლენის მქონე ნებისმიერი ობიექტის ატვირთვა, გავრცელება ან დაბეჭდვა;
4.3.3. ვებგვერდის ან მომსახურების გამართული ფუნქციონირებისათვის საფრთხის შემცველი ქმედების ან სხვა ისეთი ქმედების მცდელობა, რომლის მიზანია გამოანგარიშებულ იქნეს პროგრამის საწყისი კოდი (მათ შორის საოპერაციო მოქმედებები, მეთოდები, პროცესები და ინფრასტრუქტურა), რასაც ემყარება და რითიც ფუნქციონირების საშუალება ეძლევა ვებგვერდს;
4.3.4. ვებგვერდის ან მომსახურების დაცულ ნაწილზე შესვლის მცდელობა, რისი უფლებაც მომხმარებელს არ აქვს;
4.3.5. ნებისმიერი სახის ბოროტად განზრახული პროგრამების(“worm”, ”trojan horse”, „virus”, „spyware”, „carding”) გავრცელება;
4.3.6. ვებ-გვერდის ან მომსახურების გამოყენება იმისათვის, რომ შექმნილ იქნეს არასასურველი სპამი;
4.3.7. ნებისმიერი ავტომატური ან მექანიკური პროცესის გამოყენება ვებგვერდიდან ან მომსახურებიდან რაიმე ინფორმაციის მოსაპოვებლად ან მოსაძებნად, ან ვებგვერდისა და მომსახურების გამართულ ფუნქციონირებაში ჩარევის მიზნით;
4.3.8. საკუთარი თავის სხვა მომხმარებლად გასაღება;
4.3.9. პორტალის საშუალებით სხვა პირებისთვის შეურაცხყოფის მიყენება ან უცენზურო სიტყვების გამოყენება.
5. კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლები
5.1. კომპანია არ არის მომხმარებლის (მსესხებლისა და/ან ინვესტორის) წარმომადგენელი.
5.2. კომპანია რეკომენდაციას არ უწევს არცერთ მომხმარებელს.
5.3 კომპანია მხოლოდ და მხოლოდ ამუშავებს მომხმარებლების მიერ მიწოდებულ და მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას და ხელმისაწვდომს ხდის ამ ინფორმაციას სხვა მომხმარებლებისათვის, წინამდებარე პირობების შესაბამისად.
5.4. კომპანია პასუხს არ აგებს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე, თუმცა ის შეეცდება საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი საშუალებით გადაამოწმოს მომხმარებლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორე, რაც არ წარმოადგენს მის ვალდებულებას.
5.5. კომპანია არ უზრუნველყოფს სესხის დაფარვას და არ იღებს პასუხისმგებლობას სესხის დაფარვაზე.
5.6. მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი სახელმწიფოს მიმართ არსებული, მათ შორის და არა მხოლოდ საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე.
5.7. კომპანია არ არის პასუხისმგებელი, თუ ზიანი მიადგა მომხმარებლის ან ნებისმიერი მესამე პირის კომპიუტერს (ან მის რომელიმე ნაწილს) ან მობილურ მოწყობილობას, მომხმარებლის მიერ ვებგვერდიდან ან ვებგვერდზე განთავსებული ბმულის გამოყენებით ნებისმიერი სახის ინფორმაციის ან/და პროგრამის ჩამოტვირთვისას.
5.8 კომპანია არ არის პასუხისმგებელი: შეცდომებზე; დაშვებებზე; დეფექტებზე; შეწყვეტებსა და დაყოვნებაზე მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემისას; მომხმარებლის მასალების მოპარვაზე, განადგურებასა და არასანქცირებულ წვდომაზე; სატელეფონო ქსელების, კომპიუტერული სისტემების, სერვერების ან პროვაიდერების, კომპიუტერული ან სატელეფონო მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის, ელ. ფოსტის სერვისების ტექნიკურ გაუმართავობაზე ან სხვა სახის ტექნიკურ ხარვეზებზე.
5.9. კომპანია უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე შეუზღუდოს ან შეუწყვიტოს მომხმარებელს ვებგვერდზე ან მის ნებისმიერ სერვისზე წვდომა. ამავდროულად კომპანია არ აგებს პასუხს იმ ზიანზე, რომელიც შესაძლოა მიადგეს მომხმარებელს ამგვარი ქმედებით.
5.10. კომპანია პასუხს არ აგებს ნებისმიერი სახის ზიანისათვის, მათ შორის და არამხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული, საქმიანი რეპუტაციის შელახვით განპირობებული ზიანისათვის, რაც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ ვებგვერდითა და პორტალის მომსახურებით სარგებლობით ან სარგებლობის შეუძლებლობით ან მომხმარებლის ნდობით ვებგვერდისა და მომსახურების მიმართ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსგავსი ზიანის დადგომის შესაძლებლობა აშკარა ან სავარაუდო იყო.
5.11. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია წინამდებარე პუნქტით, დაეთანხმება მას.
6. ფორსმაჟორი
6.1. მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია ფორსმაჟორით.
6.2.ფორსმაჟორი არის მოცემულ შემთხვევაში აუცდენელი და დაუძლეველი ძალა, რომელიც დგება მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად და ატარებს წინასწარ გაუთვალისწინებელ ხასიათს, მათ შორის: მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, ომი, აგრეთვე სხვა გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ან იწვევს არა თანაზომიერად დიდ ხარჯებს მათ შესასრულებლად.
6.3. თუ ერთ-ერთი მხარე ფორსმაჟორის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს ამ გარემოების დადგომიდან 5 დღისა, აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან.
6.4.მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება ფორსმაჟორის მოქმედების დასრულებისთანავე.
7. კომუნიკაცია
7.1. მომხმარებელი კომპანიას შეიძლება დაუკავშირდეს როგორც მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტიდან, ისე ვებგვერდზე არსებული მომხმარებლის პროფილის საფოსტოყუთიდან შეტყობინების გაგზავნის გზით.
7.2. საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია პირადად მიმართოს კომპანიას რეგისტრირებულ მისამართზე.
7.3. კომპანიის მიერ მომხმარებელთან კომუნიკაცია როგორც წესი ხორციელდება ვებგვერდზე არსებული მომხმარებლის პროფილის საფოსტო ყუთშიან/და მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნის გზით.
7.4. კომპანია უფლებამოსილია შეტყობინება ასევე გააგზავნოს მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე, იურიდიული პირის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ ელექტრონულ მისამართზე, სატელეფონო კომუნიკაციის, მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით.
7.5. აღნიშნული წესით გაგზავნილი შეტყობინება მომხმარებლისათვის გადაცემულად ჩაითვლება მისიშემოსულივებგვერდზე არსებული მომხმარებლის პროფილის საფოსტო ყუთში, ელექტრონულიფოსტის მისამართზე გაგზავნით, მობილურ ტელეფონზე შემოსული წერილების ყუთში მიღებით, სატელეფონო კომუნიკაციის განხორციელებით, ან მის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნით.
8. დავა და მისი გადაწყვეტის წესი
8.1. კომპანია უფლებამოსილია, თუმცა არ არის ვალდებული, გააკონტროლოს ან გაატაროს ნებისმიერი მის მიერ საჭიროდ მიჩნეული ღონისძიება, მასსა და მომხმარებლებს, ან მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადასაწყვეტად.
8.2. ნებისმიერი დავა, რომელიც გამომდინარეობს ამპირობებიდან ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულებებიდან, დაკავშირებული მათ გაუქმებასთან, შეწყვეტასთან, ბათილობასთან, ხელშეკრულებიდან გასვლასთან და მისგან გამომდინარე ნებისმიერ შედეგთან (მათ შორის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენებასთან) წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
9. ცვლილებები და დამატებები ვებგვერდით სარგებლობის პირობებში
9.1. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში.
9.2. ვებგვერდზე განთავსებულია პირობების მოქმედი რედაქცია. ვებგვერდის ყოველი ვიზიტის და პორტალის მომსახურებით ყოველი სარგებლობისას მოქმედებს პირობების იმ მომენტისათვის განახლებული რედაქცია, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე.
9.3. მომხმარებელი ვალდებულია მუდმივად აკონტროლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული და მისთვის გაგზავნილი ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია პასუხს არ აგებს ნებისმიერი სახის გაუგებრობის ან დამდგარი შედეგისათვის.
9.4. განახლებული რედაქციით პირობების ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ, მომხმარებლის მიერ პორტალით სარგებლობა ავტომატურად ნიშნავს, რომ მომხმარებელი გაეცნო და ეთანხმება ცვლილებებს. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება რომელიმე ცვლილებას, იგი ვალდებულია შეწყვიტოს პორტალით სარგებლობა.
9.5. მომხმარებელს, რომელიც რეგისტრირებულია, როგორც მსესხებელი ან ინვესტორი, ცვლილებები დადამატებები ეგზავნება მე-7პუნქტით გათვალისწინებული წესით. მომხმარებლის მიერვე ბგვერდის შემდგომი გამოყენება ჩაითვლება თანხმობად ცვლილებებსა და დამატებებზე.